ბონდო მძინარაშვილი: საქართველოს პრეზიდენტის, ისევე, როგორც პარლამენტის ლეგიტიმაცია საქართველოს მოსახლეობის საქმეა…
„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმეა და ამგვარ ღონისძიებებზე უცხოელების მიწვევა აქამდეც არასწორად მიმაჩნდა. ზოგადად, მხოლოდ კოლონიური აზროვნებისთვის არის დამახასიათებელი უცხოელების აზრისთვის პრიორიტეტის მინიჭება. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ კოლონიური აზროვნებისგან“, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
„გახარია ამბობს, პრეზიდენტის ინაუგურაციას არავინ არ დაესწრებაო.
სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციასაც არავინ არ ესწრება.
იმიტომ, რომ, ამერიკელების აზრით, პრეზიდენტის ინაუგურაცია მათი შიდასახელმწიფოებრივი საქმეა და იქ უცხოელებს არაფერი ესაქმებათ.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი საქმეა და ამგვარ ღონისძიებებზე უცხოელების მიწვევა აქამდეც არასწორად მიმაჩნდა.
ზოგადად, მხოლოდ კოლონიური აზროვნებისთვის არის დამახასიათებელი უცხოელების აზრისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ კოლონიური აზროვნებისგან.
საქართველოს პრეზიდენტის, ისევე, როგორც პარლამენტის ლეგიტიმაცია საქართველოს მოსახლეობის საქმეა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს ლეგიტიმაციას ანიჭებს არჩევნებში მხარდაჭერით.
ყველა სხვა პოზიცია, ვინც უნდა გამოხატავდეს, არის მონის ფსიქოლოგიით განპირობებული და არავითარ პატივისცემას არ იმსახურებს.
P.S. საქართველოს სახელმწიფოს დიდი შეურაცხყოფა იყო, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიყვანა უკრაინის წარმომადგენელი (ელჩი უკვე გაწვეული იყო)“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.