leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: გარე აქტორები ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები შეაფასა, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით კრიტიკულად ისაუბრეს.

„ვხედავთ, რომ გარე აქტორები ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ერთია, რომ მათ არაფერი გამოსდით, მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ უკვე სასოწარკვეთილებას დაემსგავსა მათი ეს ანტიქართული და ანტიეროვნული და საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე განცხადებები. მე ვურჩევდი მათ, რომ თავი შეიკავონ ამ ყველაფრისგან, ვინაიდან ცხადია, ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებას ექნება მტკიცე და ერთიანი, მათთვის არასასურველი პასუხი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ