leaderboard_below_slide
left_sabechdi

შრომის ინსპექციის სამსახური: არცერთი თანამშრომლის განცხადება თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა

ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი, გათავისუფლების შესახებ დააფიქსირებს სურვილს, შრომის ინსპექციის სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა.

შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ