მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:
„აცხადებენ, რომ თბილისში საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა იწყება. იმასაც აცხადებენ, რომ საქართველოში რეჟიმი მძვინვარებს.
ჰოდა, მეც, საჯარო მოხელე, გეკითხებით, მართლა რეჟიმი რომ იყოს, ამ მსვლელობის შემდეგ რამდენი ოჯახი გადაურჩებოდა მოკვლა-დაპატიმრებას…
რა, არ იყო – არ ხდებოდა?
არავინ გიშლით-გამოდით, გამოხატეთ თქვენი აზრი და მოთხოვნა. ოღონდ, სანამ ამბოხს და სახელმწიფოს გადატრიალებას დაუჭერთ მხარს, დატოვეთ პოსტები! თორემ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ანანიზმს ემსგავსება. ატრიალებთ იმ ადგილს-სადაც ზიხართ.
ამ ყველაფერში ხელფასს იღებთ და პრემიასაც ითხოვთ…
ბარო, ტო!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.