ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი ხუთ ქალაქში 15 სტადიონზე გაიმართება.
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კი მაროკო, პორტუგალია და ესპანეთი უმასპინძლებენ. სამხრეთ ამერიკაში სამი თამაში გაიმართება – ურუგვაიში, პარაგვაისა და არგენტინაში.
2030 წელს 100 წელი შესრულდება ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან, რომელიც ურუგვაიში გაიმართა.