leaderboard_below_slide
left_sabechdi

უახლოეს დღეებში რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში კიდევ ერთი საშუალო მოქმედების ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვას

უახლოეს დღეებში რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაში კიდევ ერთი საშუალო მოქმედების ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვას, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

„ესოშიეთიდ პრესი“ და „როიტერი“ აშშ-ის დაზვერვის შეფასებაზე დაყრდნობით ასევე იუწყებიან მომდევნო დღეებში უკრაინაზე „ორეშნიკის“ სავარაუდო დარტყმის შესახებ.

აშშ ამ ნაბიჯს უფრო დაშინების მცდელობად განიხილავს, ვიდრე ბრძოლის ველზე გარდამტეხ მომენტად.

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება იყო პოლიტიკური ქმედება და რეაქცია იმაზე, რომ დასავლეთს სულ უფრო მეტად აღარ ეშინია კრემლის ბირთვული შანტაჟის.

ასევე იხილეთ