ლიბერალური ბაბლის მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განხორციელებულ ბულინგს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზუკა რურუა გამოეხმაურა.
„ძალიან რთულია, ზოგადად, ასეთი ფაქტების მომსწრენი როდესაც ვხდებით. როდესაც ჩვენს საამაყო ადამიანს, საამაყო სპორტსმენსა და საქართველოს სიამაყეს ასეთ ცინიკურ და ასე ვთქვათ, მაბულინგებელ კომენტარებს უწერენ. ვფიქრობ, ეს ამორალურია“, – განაცხადა ზუკა რურუამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
ლიბერალური ბაბლის მხრიდან ბულინგი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას მოჰყვა.