leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯონდი ბაღათურია: რა ნამუსით შეიძლება მაკრონმა დარეკოს ივანიშვილთან და მოითხოვოს 8 კაცის გათავისუფლება

ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დროს, 25800 კაცი დაჭრეს მაკრონის რეპრესიების შედეგად და 3100 დღეს კიდევ სასჯელს იხდის. რა ნამუსით, შეიძლება მაკრონმა დარეკოს ივანიშვილთან და მოითხოვოს 8 კაცის გათავისუფლება, – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ის წარსულის პოლიტიკოსია, მან წააგო. პარლამენტი მისი აღარ არის, მთავრობა გადაუყენეს და ახლა პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცედურაა ინიცირებული. მაკრონი აღარავინ აღარ არის. ახლა დაიწყო ჩარევა ჯერ უკრაინის საქმეებში, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად ჯარებს შევიყვანო და დაცინვა მიიღო ახალი ადმინისტრაციისგან.

„სალომე ზურაბიშვილს როგორც საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომელს, უბრალოდ ადგილი ჩაუწყვეს რომ ტრამპის უკან მჯდარიყო. სალომე ზურაბიშვილმა უბრალოდ დაუძახა და უთხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვარო. ეს ყველაფერი საჭირო იყო „კარტინკის“ შესაქმნელად. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დროს ქვეყნის გადატრიალებას არავინ ითხოვდა, 25800 კაცი არის დაჭრილი მაკრონის რეპრესიების შედეგად და 3100 კაცი დღეს კიდევ სასჯელს იხდის. რა ნამუსით, შეიძლება მაკრონმა დარეკოს ივანიშვილთან და მოითხოვოს 8 კაცის გათავისუფლება. მან ძალიან ღირსეული პასუხი მიიღო“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ასევე იხილეთ