leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ღია წერილივით თაღლითებსა და მუდრეგებს!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება „მთავარი არხის“ თანამშრომლების განცხადებას, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი არხის დახურვას აპირებს.

„ღია წერილივით თაღლითებსა და მუდრეგებს!

***

გელაპარაკეთ, ნუ აკეთებთ ჯადოებსა და ნუ იწყევლებით, ნუ უკიდებთ ცეცხლს ქრისტესგამოსახულებიან იმას (ხსენებაც არ მინდა) და ნუ ხმარობთ საჭმელში კახური ზეთის ნაცვლად ყვავის ქონს-მეთქი.

იმასაც გეუბნებოდით, წყევლა ყოველთვის მაწყევარისაა და ის ბოროტება, რისთვისაც ჯადო კეთდება, ყოველთვის ჯადოს მკეთებელს უბრუნდება-მეთქი.

არ დამიჯერეთ და აჰა, რას ჰგავხართ, რას დაემსგავსეთ, რანაირი გამომეტყველება გაქვთ, რას დაგამსგავსათ ზაზა ოქუაშვილმა? რას დაგამსგავსათ ნიკუტა გვარამიამ? რას დაგამსგავსათ გიულა ალასანიამ? რას დაგამსგავსათ კეზერაშვილმა? რას დაგამსგავსათ ხაზარაძემ? რას დაგამსგავსათ სააკაშვილმა?

თქვენ ტელევიზორში იტყლარჭებოდით და თან გვეჩხუბებოდით – ჯადოებსაც ვაკეთებთ, ვიწყევლებით კიდევაც, ღვთისმშობელსაც ვაგინებთ, ქრისტესაც დავწვამთ, საჭმელში კახური ზეთის ნაცვლად ყვავის ქონსაც ვიხმარებთ, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არაფერს გვიშვრებაო?

ჰმ… უკვე გიყოთ ღმერთმა, დიდი ხნის წინ გიყოთ, მეტი რაღა უნდა გიყოთ?!

***

ჰოოო… საკუთარ სახეებს შეხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ, საკუთარ ფიზიონომიას დააკვირდით – კაი გვარიანად გიხმარეს და მოგისროლეს. თან ისე გიხმარეს, რომ სხვაგან აღარსად გამოდგებით.

ეგეთია ოქუაშვილ-გვარამია-ხაზარაძისა და სააკაშვილის სამსახურში ჩამდგართა ბედი, რაკი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ამ თაღლითებს დაუკავშირეთ, უნდა აიტანოთ კიდევაც.

როდესაც თაღლითების სამსახურში დგებით, თქვენც თაღლითები ხართ!

არ გატყუებთ, მართლა გეუბნებით, თქვენც თაღლითები ხართ, ოღონდ ხანდაზმულები კი არა, ხანდაუზმელები!

***

P.S. გუშსაღამოს გამოაცხადეს, ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხს“ ხურავსო. ეგ ისე იყო მთავარი, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორის ძმიშვილი. ისე, ადრე უნდა დახურულიყო კი არა და… საერთოდ არ უნდა შექმნილიყო. მიხვდა ოქუაშვილი, ნიკუტა ფულებსა მწაპნის, მატყავებსო და შეწყვიტა თაღითების დაფინანსება.

აბა, რა გეგონა, ზაზუკ?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

 

ასევე იხილეთ