გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიმართ მუქარაზე: თითქოსდა, მეგობრულად მოუწოდებენ, რომ დატოვოს დაკავებული პოზიცია, მაგრამ იმავდროულად, ეს წერილი შესაბამისი მუქარის მატარებელია
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატისთვის გაგზავნილ მუქარის შეტყობინებას აფასებს.
„კონკრეტულ ადამიანს ემუქრებიან. თითქოსდა, მეგობრულად მოუწოდებენ, რომ დატოვოს დაკავებული პოზიცია, მაგრამ იმავდროულად, ეს წერილი შესაბამისი მუქარის მატარებელია და არის არა მხოლოდ ამ კონკრეტული პიროვნების მისამართით გაკეთებული მუქარა, არამედ მისი ოჯახის წევრებზეც, მათ შორის, შვილებზეც არის მითითება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები მზად არიან, საკუთარი არაკანონიერი მიზნების მისაღწევად ყველანაირ დაშინებაზე, ბულინგზე წავიდნენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ მუქარის სქრინი სუს-ს მიაწოდეს.