გიორგი ვოლსკი ივანიშვილისა და მაკრონის სატელეფონო საუბარზე: საუბარი შედგა საინტერესო და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა
“საუბარი შედგა საინტერესო და ამას გაგრძელება სჭირდება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შეფასებისას.
“არჩევნებთან დაკავშირებით, საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე არ ყოფილა საუბარი, რამდენადაც ვიცი. ფაქტია, მთავარი თემა არის ის, რომ საუბარი შედგა საინტერესო და ამას გაგრძელება სჭირდება, ვინაიდან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რაღაც ხავსს მოეჭიდონ. მთავარია თემა, რომელიც შეეხება საქართველოს სტაბილურობას, რეგიონის სტაბილურობას და აქ ყოველგვარი ლაპარაკი და სპეკულაცია, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, არის უადგილო და არარელევანტური”, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.