leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ღარიბაშვილი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გუნდს გავემიჯნე, ეს არის აბსურდი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა.

„კურიერთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

“მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მითუმეტეს, კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები – თითქოს, ამ ფონზე დავტოვე მე პარტია – ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ