leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: კეზერაშვილის სახლიდან ამოღებული ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი მას 2008 წლის ომის მიმდინარეობისას აქვს შეძენილი…

დავით კეზერაშვილის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი ძვირფასი ბრილიანტების შესახებ ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„კეზერაშვილის სახლიდან ამოღებული ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი მას, 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილი 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

ამ „ადამიანის” მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტები კი, ტვ „იმედის“ და სხვა ტელევიზიების ჟურნალისტებზე ახდენენ ზეწოლას.

„Идите на хазарадзе,товарищи!“ – როგორც ჩვენში იტყოდნენ…“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ