მამუკა მდინარაძე: შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს
“შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს და იტყვის, ვიდრე ეს წინა წლების განმავლობაში გაუკეთებია”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მაკრონის მიერ შემოთავაზებული ინკლუზიური დიალოგის შესახებ, რომელზეც თავდაპირველად ოპოზიციამ მზაობა გამოთქვა, ახლა კი, პოზიცია შეცვალა.
„ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს რომ ელაპარაკები, პირველ წუთებში, როგორც ჟურნალისტებს ვერ სცემენ პასუხს, ისე საუბრისას არიან არეულები იმიტომ, რომ პოზიცია არ გააჩნიათ. მერე დაურეკავენ თავის პატრონებს და ისინი რასაც ეტყვიან, ისე ექცევიან. ამიტომ იყო, რომ გუშინ ინკლუზიურ დიალოგთან დაკავშირებით, ჯერ მზადყოფნა გამოთქვეს, დღეს კი ყველა დალაგდა და მწყობრად საერთო მესიჯბოქსს იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს სალომე ზურაბიშვილი. არსებობს ინფორმაციები, რომ რაღაც მოწოდებებს აპირებს და სიგიჟეებს გააგრძელებს.
ახლა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან, მეტ სულელურ განცხადებებს გააკეთებს და გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია, აბსოლუტურად ამოვარდნილს. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და ეს შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ. უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს და იტყვის, ვიდრე ეს წინა წლების განმავლობაში გაუკეთებია“,– აღნიშნა მდინარაძემ.