leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: რადიკალები და მარგინალები, რომლებიც აქციებზე ქმნიდნენ ფონს, ნელ-ნელა რჩებიან იმ ზურგის გარეშე, რასაც ჰქვია მართლა გულანთებული, მოაზროვნე ქართველი ახალგაზრდობა

„ახალგაზრდები, ამ 14 დღის განმავლობაში, ალბათ დაფიქრდნენ და საკუთარ თავს დაუსვეს მარტივი კითხვა – რას ვაპროტესტებთ?“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ისინი ნელ-ნელა განერიდნენ რადიკალებს და აღარ უმაგრებენ მათ ზურგს. ქართველიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ნეანდერტალელთა ჯანყად აფასებს, რომელსაც ევროპულობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 14 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციებზე, ის რადიკალები და მარგინალები, რომლებიც ქმნიდნენ ფონს ნელ-ნელა რჩებიან იმ ზურგის გამაგრების გარეშე, რასაც ჰქვია მართლა გულანთებული, მოაზროვნე ქართველი ახალგაზრდობა. ეს ახალგაზრდები ამ ხნის განმავლობაში, ალბათ დაფიქრდნენ და საკუთარ თავს დაუსვეს მარტივი კითხვა – რას ვაპროტესტებთ? იმას, რომ ხელისუფლებას სურს ევროკავშირის წევრი გახდეს ღირსების, ქართველობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებით? თუ იმას, რომ თავად ევრობიუროკრატიამ მკაფიოდ განუცხადა საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოებას ნუ ელოდებითო? იმას აპროტესტებთ, რომ წლების განმავლობაში თქვენი ოპოზიციონერი მესვეურები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შანტაჟისა და წნეხის ქვეშ დაეყენებინა ისეთი საკითხები, როგორიც ევროვიზალიბერალიზაცია და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა? რას აპროტესტებთ ახალგაზრდებო? იმას, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან არადეკლარირებულ, არამედ პრაქტიკული და რეალური ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნაზე? ეს ურთიერთობები დაფუძნებული იქნება კონკრეტულ გეგმასა და მის განხორციელებაზე. ეს არის ის გეგმა, რომელიც არ გვეღირსა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არც თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, არც სავიზო ურთიერთობების შემსუბუქების ან პირდაპირი ავიაფრენების კუთხით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის განხორციელებას კი, ხელისუფლება აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ამას აპროტესტებთ, ჩემო გულანთებულო და მოაზროვნე ახალგაზრდებო?

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ ეს მარტივი შეკითხვა უკვე დაუსვა საკუთარ თავს. პასუხმა კი, შეიყვანა ჩიხში. გამოიწვია მასში კოგნიტიური დისონანსი, მითუმეტეს იმ ყველაფრის ფონზე, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ.

ჩვენ საქმე გვაქვს ოპოზიციის გარეშე დარჩენილ, თუმცა, ოპოზიციის მიერ მართულ რადიკალებთან, რომლებსაც შეუძლიათ, რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო გაანადგურონ ქვეყნის დედაქალაქის ცენტრი, ბრძოლაში გამოიყენონ ბავშვები, უმოწყალოდ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანის სიცოცხლე, ცეცხლი გაუხსნან და გადაწვან სახელმწიფო შენობები და დაანახონ მთელ ქვეყანას და ევროპას, თუ რამდენად დიდი მატარებლები არიან ე.წ. დასავლური ფასეულობების. ეს არის ნეანდერტალელთა ჯანყი და არავითარ ევროპულობას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე იხილეთ