leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი ივანიშვილ-მაკრონის სატელეფონო საუბარზე: ასეთი საქმიანი საუბრები უფრო დააჩქარებს იმ პირობას, რაც ჩვენ მივეცით ჩვენს მოსახლეობას ურთიერთობების სწრაფად გადატვირთვასთან დაკავშირებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს და აღნიშნა, რომ ეს იყო საქმიანი საუბარი.

„ბატონ მაკრონს, რა თქმა უნდა, არ დაუყენებია არანაირი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვ ქვეშ, ამასაც ჩვენი მოსახლეობის გასაგონად ვამბობ ძალიან მკაფიოდ. იყო საქმიანი საუბარი და ასეთი საქმიანი საუბრები, რა თქმა უნდა, უფრო დააჩქარებს იმ პირობას, რაც მივეცით ჩვენს მოსახლეობას ურთიერთობების სწრაფად გადატვირთვასთან დაკავშირებით, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.

ასევე იხილეთ