leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ერთი პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, კიდევ ერთ პირს კი შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილე ხუთ პირს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ერთი პირი 3 000 ლარით დაჯარიმდა, კიდევ ერთ პირს კი შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კერძოდ, მოსამართლები ლელა ცაგარეიშვილი და ზვიად ცეკვავა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლენ ირაკლი ფიფიას, გიგი კილაძის, გუკა ბარდაველიძის, ლევან ნაჭყებიას და კიდევ ერთი პირის მიმართ.

ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, მოსამართლეებს მაქსიმალურად მსუბუქი სანქცია შეეფარდებინათ, თუ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობდნენ.

ამასთან, მოსამართლემ დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო იგორ აბაკელია და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მას 3 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

ასევე იხილეთ