leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: 3 000 მეღვინეში 64 *როჭი მეღვინე მშვენიერი მაჩვენებელია

„ვფიქრობ ახლა, რატომ არ აპროტესტებს 2936 მეღვინეობა ხელისუფლების “რუსულ” პოლიტიკას და მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი დახმარებებისა, რით ვერ მოიგო ამ 64 მეღვინეობის გული (ქვევრი). მერე, ევროპის ქვეყნების სტატისტიკას გადავხედე და მივხვდი, რომ 3 000 მეღვინეში 64 *როჭი მეღვინე მშვენიერი მაჩვენებელია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:

„1 დეკემბერს ინფო ვნახე, 64 მეღვინეობა თვითმარქვია ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებსო. დამაინტერესა და გავარკვიე, რომ:

საქართველოში დარეგისტრირებულია 3 000 მეღვინეობა.

ამ მეღვინეობების 90%-ს, ფუნქციონირების დასაწყებად, ან წარმოების გასაფართოებლად სახელმწიფოსგან მიღებული აქვს გრანტი.
(დაუბრუნებელი ფინანსური დახმარება)

ამ მეღვინეობების 70%-ს, კომერციული ბანკებიდან აღებული სესხის მომსახურების ყოველთვიური გადასახდელი %-ის ნაწილს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით” უხდის სახელმწიფო.

შემსრულებელია-ard, სოფლის განვითარების სააგენტო.

ამ მეღვინეობების 30/45%-ს, პროდუქციის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის სახელმწიფო ეხმარება სპეციალური პროგრამით. შემსრულებელი აქაც სოფლის განვითარების სააგენტო ard-ია.

არ მოგჩვენებიათ – ე ვ რ ო პ ი ს ქვეყნებში.

ჰოდა, ვფიქრობ ახლა, რატომ არ აპროტესტებს 2936 მეღვინეობა ხელისუფლების “რუსულ” პოლიტიკას და მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი დახმარებებისა, რით ვერ მოიგო ამ 64 მეღვინეობის გული (ქვევრი).

მერე, ევროპის ქვეყნების სტატისტიკას გადავხედე და მივხვდი, რომ 3 000 მეღვინეში 64 *როჭი მეღვინე მშვენიერი მაჩვენებელია”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ