leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარკ რუტე: პუტინის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან – ეს სარისკოა

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ დასავლეთში ახლა ღიად განიხილავენ, როგორი უნდა იყოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ ღიად, გახსნილად და ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, მაგრამ აქ ასევე არის პატარა პრობლემა. ყველაფერ ამას ვხედავ პრესაში: გარანტიები, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დადებითი და უარყოფითი მხარეები, დათანხმდება თუ არა უკრაინა ტერიტორიების დათმობას. ახლა თუ ვიჯდებოდი კრემლში და მე დამიძახებდნენ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინს, ვიტყოდი: ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ მოქმედებს და მე მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ ვზივარ“, – განაცხადა რუტემ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა უკრაინას, მონაწილეობა მიიღოს პოტენციურ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან. რუტემ ასევე გაიხსენა, ომის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა როგორ განაცხადა უარი, დაეტოვებინა ქვეყანა და ამის ნაცვლად, მოკავშირეებს იარაღის მიწოდებისკეს მოუწოდა.

„ახლა მას არ სჭირდება მეტი გეგმა, მას სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი შეთანხმება იყოს კარგი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ამის განხილვის დასაწყებად ჩვენ ვაწარმოებთ ერთგვარ დებატებს ჩვენ შორის, ალიანსში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, პუტინის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს სარისკოა“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე იხილეთ