თენგიზ შარმანაშვილი: უცხოელებმა ძალიან კარგად იციან იმ ძალადობის ფაქტების შესახებ, რომელიც პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს
„უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან იმ ძალადობის ფაქტების შესახებ, რომელიც პოლიციელების წინააღმდეგ მიმდინარეობს, იციან რომ ხანძარი გააჩინეს პარლამენტში და კინაღამ გადაწვეს, აღარაფერს ვამბობ შტურმებზე და შეჭრის მცდელობებზე, რომელიც არა მხოლოდ ამ ეტაპზე, არამედ მანამდეც იყო და ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი რეპრესიები არ მიმდინარეობს საქართველოში”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ყოველთვის მოგერიების რეჟიმში არის ჩვენი პოლიცია და ისიც უკიდურესი აუცილებლობის დროს. იმდენს ითმენენ, რამდენსაც არც ერთი ევროპელი პოლიციელი და ევროპული სახელმწიფო არ მოითმენდა. მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს კანონით დადგენილი წესით მოქმედებენ და ისიც ისეთი სტანდარტით, რომელიც რამდენჯერმე აღემატება ევროპულ სტანდარტებს.
ჩვენ ვერ გვპატიობენ, რომ არ გადავედით იმ მონურ რეჟიმში, როდესაც მხოლოდ ასრულებს რაღაც დავალებებს და კითხვასაც კი არ ვსვამთ რატომ შეიძლება ეს დავალება ჩვენდამი წამოვიდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება უკრაინაში ომის დამთავრებასთან მიმართებაში და იმედი გვაქვს რომ ეს მალე მოხდება და ასევე აშშ-ში ხელისუფლების ამოქმედების დროს.
ამიტომ არის გახარია რომ საუბრობს, რომ თუ ჩვენ რამის არევა გვინდა ამ ქვეყანაში და რამის მოსწრება გვინდა, ეს 20 იანვრამდე უნდა მოვასწროთ, მერე შეიძლება გვიან იყოს. ისინი დემოკრატიისთვის არ იბრძვიან, ისინი იბრძვიან არეულობისთვის და რევოლუციური სცენარისთვის. ზუსტად ეს ადარდებთ, რომ ან მოვასწრებთ 20-მდე რევოლუციის მოხდენა და საქართველოს ცეცხლის ალში გახვევას, ან მერე გვიან იქნება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.