leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ტყემალაძე: აქციის ბევრმა მონაწილემ დაინახა, ვის მიერ ორგანიზებული პროცესები მიმდინარეობდა

„აქციის ბევრმა მონაწილემ დაინახა, ვის მიერ ორგანიზებული პროცესები მიმდინარეობდა”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში პროცესი დამშვიდებისკენ წავა.

„ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებულები ევროინტეგრაციის პროცესში. აურაცხელი სამუშაოა იმისთვის ჩატარებული და მომავალში ჩასატარებელი, რომ ეს პროცესი სხვადასხვა მიმართულებით მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ევროპა გვინდა ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი ღირებულებებითა და ჩვენი მართლმადიდებლობით. ჩვენ ვართ ევროინტეგრაციის პროცესის რეალურად ერთგულები და ასეც დავრჩებით. ის მიზეზები, რაც თითქოს და აფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისი თქმით, საქართველო ყველა ფორმატს გამოიყენებს იმისთვის, რომ სიმართლე აუხსნას ყველას.

„ყველა ნაბიჯი იდგმება იმგვარი, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია არა თუ შეჩერდეს, არამედ არ მოხდეს მისი შეფერხება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე იხილეთ