leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუკრი შოშიაშვილი: რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით

რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა „იმედი LIVE“-ში.

ისტორიკოსმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

„რაც აქამდე ხდებოდა, იმის კალკირება იყო, რაც ხდებოდა უკრაინაში ევრომაიდანის დროს. გასაგები იყო ტექნოლოგიებიც და გასაგები იყო თანმიმდევრულობაც. წინასწარ ვიცოდით, რა როგორ მოხდებოდა, პრეზიდენტი რა როლს ითამაშებდა. განსხვავებები რა თქმა უნდა იყო და ქართული სპეციფიკა. მთავარი აქ ერთი ფაქტორია რატომაც არ იმუშავა საქართველოში და რატომ იმუშავა უკრაინაში. პირველ რიგში ის, რომ უკრაინის მაგალითი არსებობს, ამან დიდი როლი შეასრულა ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოებამ დაინახა, რომ ევრომაიდანმა არ მოუტანა ის შედეგები უკრაინას, რა შედეგებსაც მოელოდა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ იმის მიუხედავად, რომ არის კომუნიკაციის და ახსნა-განმარტების თვალსაზრისით გარკვეული ხარვეზი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, იმის შესახებ, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი არ ფართოვდება, თუ რას ნიშნავს მოლაპარაკებების შეწყვეტა და ა.შ. – ეს უნდა ყოფილიყო წინასწარ ახსნილი და შემზადებული უნდა ყოფილიყო საზოგადოება. ამის მიუხედავად გასაგები იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომ ახლა ეს არის უბრალო მანიპულაციური პროცესი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ქართულ სახელმწიფოზე ჰქონოდათ ზეწოლის ბერკეტები“, – აღნიშნა შოშიაშვილმა.

ასევე იხილეთ