ქალაქ კასპში 300 არაგველის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის მეორე ფენა დაიგო.
ქუჩის რეაბილიტაციას, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „ქცია“ახორციელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივებს გადაადგილების მანამდე არსებულ პრობლემას მოუხსნის.