leaderboard_below_slide
left_sabechdi

დეკანოზი შალვა კეკელია: თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა აქვს, იმ ადამიანების ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყოს, ვინც მე მაგინებს და მლანძღავს, პირიქით, იმათზე უნდა ილოცოს

„თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა აქვს, იმ ადამიანების ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყოს, ვინც მაგინებს და მლანძღავს, პირიქით, იმათზე უნდა ილოცოს”, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.

„ჩვენ ერთადერთი რამით გავიმარჯვებთ – ეს არის ლოცვა და სიყვარული. იმათაც ის უნდათ, რომ ჩვენც იგივე აგრესია გამოვიჩინოთ. ვინც ამ ყველაფერს გეგმავს, მათ ერთი სული აქვთ, რომ ქართველებმა ერთმანეთი ვხოცოთ – ამას ვერავინ მოესწრება. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა აქვს, იმ ადამიანების ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყოს, ვინც მაგინებს და მლანძღავს, პირიქით, იმათზე უნდა ილოცოს. მე ამ ადამიანებზე ვლოცულობ, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან. ისინი ეკლესიის დევნისთვის მეცოდებიან“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

ასევე იხილეთ