„იმ დღის დ.შ. – ქაბულში ხმა რომ მოგეცი…” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:
„დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე, ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. ეს პროვოკაცია, ალბათ, არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რაც გაშლილი არის დღეს ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას…” – განაცხადა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა.
1. კახი კალაძე რატომ არის ქალაქის ე.წ. მერი, 2021 წლის არჩევნებიც „გაყალბდა” და აქამდე არ გვეუბნებოდა?
2. ნაძვის ხე „ვითომ” როგორ უნდა აანთო
3. პროტესტი როგორ არის „მშვიდობიანი,” როცა 150 პოლიციელი გვყავს დასახიჩრებული
4. „თავად როგორ მოახერხებენ ამ პროვოკაციის აცილებას”, – სამოქალაქო ომისკენ გვიბიძგებს 15 დღედარჩენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი?
მეტი შეკითხვა არ მაქვს.
იმ დღის დ.შ. – ქაბულში ხმა რომ მოგეცი…
ხვალ, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.