ხათუნა ხოფერია: ყოველ საათში მწიფდება ახალი დანაშაულებრივი, კრეტინული ფურუნკული ოპოზიციის „დასაქმებულ” უკანალზე და სკდება! და სვრის, აყროლებს, ამუწუკებს სამყაროს!
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელშ ეხმაურება.
„ეს რა ჯაფა მადგას…
დავიწყებ სტატუსის წერას, რომ სიფათში შევაფურთხო მძორად ქცეულ მშვილდაძეს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოეტ ქალს – თინათინ მღვდლიაშვილს, რომელსაც, სხვა რომ არაფერი დაეწერა, მარტო ამ სიტყვებისთვის უნდა ეფერო:
„ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრება,
ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი…
ხმალი ავლესოთ, ქართველებო, ხმალი ავლესოთ!
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი!“
უნდა ვეფეროთ… მაგრამ არა… ისიც გაიმეტეს!
ჰოდა, ამას რომ ვწერდი, მაკრონი გამოხტა… იკვიცა… მკვდარი პოლიტიკოსი, საკუთარ საფრანგეთში სასტიკად დამარცხებული ყვითელჟილეტიან ფრანგებთან, დამარცხებული ფრანგ ფერმერებთან, რომლებმაც სულ „გავნავოზებით“ ასხეს ფეკალიები… გამოხტა ეს ნეკროფილი და ქართველი ხალხის „გადარჩენა“ გადაწყვიტა… ჭკუის დარიგება სცადა… თან ორი კურდღლის დაჭერა – ერთი ის, რომ თავად აიწევდა რეიტინგს, როგორც „მშვიდობისმყოფელი” და მეორე – საქართველოში „მოღვაწე“ საფრანგეთის აგენტურას „გაკრიშავდა“.
აი, ამაზე რომ ვაპირებდი ერთი-ორი ტკბილი სიტყვის თქმას…
მამა შალვას მიუხტნენ! ერთი „პატარა ბავშვი“ წერს, ასეთ მამაოებს ეკლესია უნდა დავინგრიოთო… არადა, ეს პატარა- ჯაი 27-28 წლის ყაზილარია. დედაც აიყოლია… უფრო დააშინა, ალბათ.
და მოდის რუსთაველის გამზირზე დედა!!!… და მოყავს ჭიპლარზე გამობმული პატარა, ასე 30-40 წლის ბავშვი! მოდიან ევროპული აგრესიით, აფურთხებენ და ძალადობენ პოლიციელებზე, ესვრიან სპეცრაზმს საახალწლო ფოიერვერკებს…. ურააა!!! ვაშააა!!! დედა გენაცვალოს შენ, რა გულიანად ერთობი, პატარავ! ხარობს ქართუს „პენსიით“ კუჭამოყორილი „შემოდგომის აზნაურობა“…
ფუ, თქვენი სიცოცხლე რაა…
მოკლედ, მაგარი ჯაფა მადგას. ყოველ ერთ საათში მწიფდება ახალი ალოგიკური, დანაშაულებრივი, კრეტინული ფურუნკული ოპოზიციის „დასაქმებულ” უკანალზე და სკდება! და სვრის, აყროლებს, ამუწუკებს სამყაროს!
რა ვიცი… დიდი მარხვაა! ამქვეყნიურ საზვერეებს გავდივართ! ლოცვაში გაძლიერებულ დედამიწას სატანა ფეხს ვერ აკარებს… ამიტომ, ადამიანების თავებზე დაბორიალობს! აბა, სხვა რას უნდა დააბრალო ვაშაძის ზნედაცემული მოწოდება, შვილების მხრიდან დედ-მამის უარყოფასთან დაკავშირებით!
არაუშავს!
ამ განსაცდელსაც გავუძლებთ!
ამ ბოროტებასაც ვაჯობებთ!
რამეთუ..
ღმერთი არს ჩვენთან!
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს, მეგობრებო!!!“ – წერს ხათუნა ხოფერია.