ბონდო მძინარაშვილი: პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ მის ლეგიტიმაციას განაპირობებს ქართველი ხალხის არჩევანი და არა უცხოეთიდან აღიარება!
„26 ოქტომბერი-29 დეკემბერი – ამ ორ თვეში საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა!“ – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„26 ოქტომბრიდან 29 დეკემბრამდე საქართველო, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფო სუვერენიტეტს განამტკიცებს.
ჩვენ ახლა პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ მის ლეგიტიმაციას განაპირობებს ქართველი ხალხის არჩევანი და არა უცხოეთიდან აღიარება.
პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი აცხადებს, რომ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უცხოეთიდან აღიარება არ სჭირდება.
26 ოქტომბერი-29 დეკემბერი – ამ ორ თვეში საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა!
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს – სახელისუფლებო შტოებს, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, ამ პარტიების მხარდამჭერებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ბევრმა ისე, რომ ვერც კი გაიაზრა ამ პროცესის მნიშვნელობა, ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას.
დრო დაადასტურებს, რომ ამიერიდან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, უფრო მეტი პატივისცემით განეწყობიან მეგობრებიც და მტრებიც“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.