გელა ზედელაშვილი: ამას რო ადამიანი გაჰყვება და აქციებზე იბოდიალებს, ის ნორმალურად რანაირად უნდა ჩაითვალოს?
გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„აჰა, დაალაგა „გენიოსმა“ სიტუაცია!
***
შვილები ხომ აუმხედრა მშობლებს, ახლა სალომე ზურაბიშვილი დატოვა პრეზიდენტად და პოლიციელებსაც მიადგა – ხალხის მხარეს გადმოდითო. ამას ხალხი საკუთარი თავი, ქურქუმალ ვაითი, ანა წითლიძე და პეტო ცისკარიშვილი ჰგონია. 1 მილიონ 200 ათასი კაცი არ არი ხალხი!
***
ამას რო ადამიანი გაჰყვება და აქციებზე იბოდიალებს, გინდა ახალგაზრდა იყოს, გინდა – ძველგაზრდა, ის ნორმალურად რანაირად უნდა ჩაითვალოს? გადმოდგება ხოლმე ზოგიერთი და ისაო – გულანთებულებიო, შემცდარნიო, არაინფორმირებულებიო, გულწრფელებიო… კარგი, რაააა, ამას რო ადამიანი მოუსმენს და კვერსაც დაუკრავს, არც ერთია, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე!
თვალებში მაინც ჩახედეთ, სულ არსაით რო იყურება. აღარაფერს ვამბობ მის „უნიკალურ“ იდეებსა და ძველი გოდორივით მონჯღრეულ თავზე!“ – წერს გელა ზედელაშვილი.