leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ხომ ცხადია, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის არარაობა?

„კალაძე, როგორც მერი, არ მოგწონს? ედავე, როგორც მერს! კალაძე, როგორც პოლიტიკოსი, არ მოგწონს? ედავე, როგორც პოლიტკოსს! ისიც ხომ ცხადია, რომ ვინც ასეთ რამეს აკეთებს, კალაძის ფეხის მტვრადაც არ ღირს?“ – ასე ეხმიანება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საპროტესტო აქციაზე გამართულ პერფორმანს, სადაც აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის მაისურის მსგავსი დაწვეს.

„ვერ არიან ჯანმრთელად და რა გინდა, რომ გააკეთო?!

***

აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის მაისურს მიმსგავსებული მაისური დაწვეს. ვითომ ამით რამეს დააკლებენ, ვითომ ძალიან შეაშინებენ. მე მგონი, ეს მაისური მარნეულში ჰქონდათ წაღებული მკითხავ მამედასთან, ჯადო გაუკეთეს, ნემსები უჩხვლიტეს და მერე დაწვეს.

ვიმეორებ: ვერ არიან ჯანმრთელად, დამთავრებულია ამათი ამბავი, ვეღარც ხონის ფსიქიატრიული უშველით, ვეღარც გაჩიანისა, ვეღარც გლდანისა. შესაბამისად, ამათთვის აღარც ზოლიანი ხალათებია საჭირო, აღარც დამაწყნარებელი აბები თუ ნემსები, აღარც პალატები, აღარც საწოლები.

ამათ უფალმა უკვე დაუწესა სასჯელი!

***

და მაინც!

რა შუაშია 4-ნომრიანი მაისური?

რა შუაშია ფეხბურთი?

იმას მაინც ხომ ვერავინ უარყოფს, რომ მსგავსი მიღწევა ქართულ ფეხბურთში არავის ჰქონია?

კალაძე, როგორც მერი, არ მოგწონს? ედავე, როგორც მერს!

კალაძე, როგორც პოლიტიკოსი, არ მოგწონს? ედავე, როგორც პოლიტკოსს!

ისიც ხომ ცხადია, რომ ვინც ასეთ რამეს აკეთებს, კალაძის ფეხის მტვრადაც არ ღირს?

ისიც ხომ ცხადია, რომ ვინც ასეთ რამეს აკეთებს, მას საქართველოსთვის თითი თითზე არ (ვერ) დაუკარებია?

ისიც ხომ ცხადია, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის არარაობა?

***

ეგ არი, დღეს არარაობები ებრძვიან (ვითომ ებრძვიან) ავტორიტეტებს!

თან „მილანის“ მაისური კი არ დაწვეს, საქართველოს ნაკრებისა საქართველოს გერბიანი და დროშიანი. „მილანისა“ რომ დაეწვათ, ევროპიელებს ეწყინებოდათ.

აჰა, ხომ „ჭკვიანურად“ გაუკეთებიათ?

ვაი, ამათ პატრონს!!!“ – წერს გელა ზედელაშვილი.

 

ასევე იხილეთ