დიმიტრი ხუნდაძე: დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა – კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ ყაველაშვილი
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი – საქართველოს ეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი და მეორე, ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოს ინტერესებს მუდმივად წინ ეღობებოდა.
„დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის სასარგებლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ ყაველაშვილი.
ამ არჩევანს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი, რომ საქართველოს ეყოლება გამორჩეული გულწრფელობის მქონე პატრიოტი პრეზიდენტი და მეორე ის, რომ ქვეყანას აღარ ეყოლება სალომე ზურაბიშვილის სახით პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოს ინტერესებს მუდმივად წინ ეღობებოდა.
ვუსურვებ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების მუდმივ დაცვას, მისეული ჩვეული პრინციპულობით“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.