leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანა კაკაბაძე: ზურაბიშვილი არ იმსახურებს ამდენ ყურადღებას

“დავიწყოთ იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს ამდენ ყურადღებას და ამდენ საუბარს”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, ქართველი ხალხისგან და მედიასაშუალებებისგან მან დაიმსახურა უფრო სხვა რამ.

„მე ველი, რომ სამართლებრივად დადგება ის შედეგები, რაც მან დამართა საქართველოს. ამაზე მოუწევს მას პასუხისგება და ამ მიმართულებით უფრო საინტერესო იქნებოდა მისი შეფასება.

ის, რომ კონსტიტუციას მუდმივად არღვევდა, ის, რომ შეწყალების უფლებას იყენებდა არასამართლიანად და ა.შ. და ა.შ. სხვა რომ არაფერი, მის შეწყალებას ადამიანი ემსხვერპლა. არაერთი ასეთი არაადეკვატური თუ მიზანმიმართული ბოროტება აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ასევე იხილეთ