თინათინ ნიბლოშვილი: როდესაც ბავშვებთან ერთად ვბრუნდებოდი რუსთაველის გამზირიდან, ჩვენც მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა – ყოველდღიურად გვიწევს ამის ყურება და ატანა
“როდესაც ბავშვებთან ერთად ვბრუნდებოდი რუსთაველის გამზირიდან, ჩვენც მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბულინგის დაწყების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ. ყოველ დღიურად გვიწევს ამის ყურება და ატანა”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სოციალური ქსელებიდან შლიან, საჯაროდ ნიშნავენ, ლანძღავენ, აბულინგებენ, აგინებენ. სხვადასხვა უნივერსიტეტში პირდაპირ მოწოდება ხდება იმისკენ, რომ თუ დღეს არ დგახარ რუსთაველზე, შენ ხარ რუსი და მოღალატე.
პოლიციელს, ადამიანს, რომელსაც შენი ქვეყნის დასაცავად აცვია ფორმა, მას რომ ეძახი მას მონას, ისიც ადამიანია და ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა, რომ ოკუპირებული ქვეყნის ჯარისკაცს ეძახო რუსი“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.