leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: წინასწარი მონაცემებით, რუსებმა დაიწყეს შტურმებში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გამოყენება შესამჩნევი რაოდენობით

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს იყენებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„უკვე არსებობს წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსებმა დაიწყეს შტურმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება – შესამჩნევი რაოდენობით. ფაქტობრივად, მოსკოვმა ამ ომში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია, თანაც მაქსიმალურად ჩაითრია. და თუ ეს არ არის ესკალაცია, მაშინ რა არის ესკალაცია, რომელზეც ბევრი საუბრობდა?“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინს არ სურს მშვიდობა და ცდილობს აზიასა და მთელ მსოფლიოში პრობლემები შექმნას.

„ჩვენ დავიცავთ თავს, მათ შორის, ჩრდილოკორეელებისგანაც. ჩვენ განვაგრძობთ კოორდინირებულ მოქმედებას ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რომ ეს ომი შევაჩეროთ – შევაჩეროთ საიმედოდ, გარანტირებული მშვიდობით,“– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ