ოლაფ შოლცი: ჩვენ მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლების მიცემა შეცდომა იქნებოდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ მათ მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მიცემა შეცდომა იქნებოდა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით გერმანია უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერი გახდა.
„თუმცა მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომა იქნებოდა, თუ ჩვენ მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის იქნებოდა გამოყენებული“, – განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცის თქმით, „ნებისმიერ ფასად“ უნდა იქნეს თავიდან აცილებული კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის.