პაატა სალია: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მიხეილ ყველაშვილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სახელოვანი პრეზიდენტი იქნება
“საქართველოს არჩეული პრეზიდენტი, პირველ რიგში, ღირსეული ადამიანია, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
მისი თქმით, ის იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სახელოვანი პრეზიდენტი.
„ის უკვე ორ მოწვევის პარლამენტში მოღვაწეობდა საქართველოში, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა ის პიროვნული თვისება, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მიხეილ ყველაშვილი ამ ფუნქციებს თავს კარგად გაართმევს და იქნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სახელოვანი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალიამ.