leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ბათუმის ბულვარი 2024 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება. საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და  გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფის მიზნით, დაგეგმილია სანაპირო ზოლის  აღჭურვა  მაღალი ხარისხის   გასახდელებით, ზღვაზე ჩასასვლელი ბილიკებითა და თანამედროვე სტანდარტების  საშხაპეებით, სასეირნო ბილიკზე განთავსდება 20 ახალი სასმელი წყლის შადრევანი.

32 – გასახდელი; 30 – საშხაპე; 830 – გრძ. მ ხის ბილიკი; 20 – წყლის სასმელი შადრევანი.

ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სერვისების მიწოდების მიზნით, სამ ლოკაციაზე სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის, რომელიც აღიჭურვება პანდუსებითა და სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკით. დასვენებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ბაღის ვიზიტორების საჭიროებებზე იქნება  მორგებული.

სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის განახლება, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად ეტაპობრივად განხორციელდება.  პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 32 ერთეული გასახდელის შესყიდვა.

ასევე იხილეთ