leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: ნაძვის ხის ანთების გადადებით თავიდან ავირიდეთ პროვოკაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გუშინ რუსთაველზე გეგმავდა

“ნაძვის ხის ანთების გადადებით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად, თუ შეგნებით ცდილობს, ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორი ირონიული წიაღსვლაა. საზოგადოებისთვის რა კარგად დასამახსოვრებელი ფაქტებია. ჩვენ კარგად გვახსოვს 2012 წლის 26 მაისს რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ, როგორ დახოცეს ადამიანები, რომ მეორე დღეს აღლუმი ჩაეტარებინათ. ფაქტობრივად, სისხლში გაიარა მაშინდელი ხელისუფლების მცდელობამ, ხალხის პროტესტი ჩაეხშო.

საპირისპიროდ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც სწორედ ადამიანზე, მის უფლებებზე, სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან აქვს „ქართულ ოცნებას“, კვლავ ცხადად დასანახი გახდა საზოგადოებისთვის, რადგან პროვოკაციას, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა რუსთაველზე გუშინ და ცდილობდა, საზოგადოებისთვის კონფლიქტური და პროვოკაციული სიტუაციით მძიმე შედეგები დაეყენებინა, ეს თავიდან იქნა არიდებული იმით რომ, გადაიდო ნაძვის ხის ანთება. ამით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად, თუ შეგნებით ცდილობს ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. ტყუილი მიზნების ძიებაში იკარგება ის მოცემულობა, რასაც ჰქვია ახალი წელი და შობა. მაგრამ ეს ასე არ მოხდება, საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და ის საზეიმო განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაღრმავდება“,– განაცხადა მათიკაშვილმა.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადების შესახებ განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ გააკეთა.

„ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ