“2024 წლის 6 დეკემბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის (ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე – ტერენს კლიფორდ-ამოსი, უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი) საფუძველზე საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა, სტუდენტთა რაოდენობის გაზრდისა დამრავალი სხვა სამომავლო პერსპექტივით, რჩევებითა და კეთილი სურვილებით”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„სამშვიდობო სწავლებისა და კვლევების მისიასა და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი დაადმინისტრაცია, თავის საქმიანობას მიზნობრივად წარმართავს აფხაზეთში, სოხუმში დასაბრუნებლად. დაე, განვითარდეს ეს უნივერსიტეტი და მივცეთ მასშესაძლებლობა შეასრულონ ეს საპატიო მისიათავისი ქვეყნის ისტორიაში”, – აღნიშნა ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე გულწრფელ მადლობას უხდის უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტს ბატონ ტერენსკლიფორდ-ამოსს, კვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფსა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თითოეულ წევრს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სწორი შეფასებისთვის.
“ვულოცავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ, ადმინისტრაციულ და მოწვეულ პერსონალს, ვულოცავთ უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს ჩვენი პატარა ოჯახის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგ გამარჯვებას”.