leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ თუ გვინდა გვმართონ?

“ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ თუ გვინდა გვმართონ?”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლის ამსახველ ვიდეოს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აქტუალურია კითხვა თუ რა სურთ მათ – უნდათ რომ თავად მართონ, თუ სხვა მართავდეს.

,,ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩევლების 54%-მა 26 ოქტომბერს გასცა პასუხი, ახლა უკვე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ისმის: გვინდა ვმართოთ თუ გვინდა რომ გვმართონ?”, – წერს პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ