leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: მათთვის სულერთია, ნაძვის ხე იქნება, თუ-ბაობაბი

„კახი კალაძის სახემ დამაფიქრა… მიეშვათ ხალხი? გადაუვლიდნენ! პოლიციის კორდონის გახსნას უკვე ითხოვდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:

„დედაქალაქის მერს და უმრავლესობის ლიდერს, ოპოპარტიები პასუხისმგებლობას რომ სისუსტეში ჩაუთვლიდნენ, ეს არავის უკვირს.

საკუთარი მოსახლეობის და ერთი, თუნდაც სხვისი შვილის წინაშე პასუხისმგებლობაზე ვამბობ.

ამას დაუფიქრებლად გარისკავდა სააკაშვილი.
გარისკავდა და შემდეგ სასტიკად გადაუვლიდა აქციის მონაწილეებს…

არ აკეთებს ამას „ქართული ოცნება,” არა!
მეორე მხარე კი, თავის მიერვე ნაცემი, დაჭრილი და ნაგინები პოლიციის იმედზეა. იმათ იმედზე-რუსულ „ომონს” და მონას რომ ეძახიან.

დღეს, ერთ მომენტში, კინაღამ წაიშალა ზღვარი. უსწრაფესი, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს:

დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციიდან მიმართა ხალხს, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ხალხთან ჩავიდა.

„პროვოკაცია მზადდება – გთხოვთ, დავიშალოთ” – ეს წინადადება ვისაც როგორ უნდოდა, ისე გაიგო, როგორც პოსტებში ვხედავ.

ვიღაც იკითხავს და სწორადაც-ხომ იცოდით, რომ იქ მეორე მხარეს შეკრება ჰქონდა დაანონსებული. უფრო მეტიც, მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთების ჩაშლა პირადად სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა თავის მრევლს და რატომ მანამდე არ გადადესო.

ვინმემ იცის, რა ინფორმაცია მიიღეს ბოლო წუთებში, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინათ? მეც არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ასე მოხდა.

კახი კალაძის სახემ დამაფიქრა…

მიეშვათ ხალხი? გადაუვლიდნენ! პოლიციის კორდონის გახსნას უკვე ითხოვდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხი.

ეს უნდათ-ამას ელოდებიან!

და მათთვის სულერთია, ნაძვის ხე იქნება, თუ-ბაობაბი”, – წერს ლაშა გეგეჭკორი. 

ასევე იხილეთ