leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ნიკუტ, იცი, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა და უფრო მეტმა რა გითხრა? შენი ყველაყისამ!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ვიიიიიიშ… ამას საკანში როგორი „გმირული” იდეები აწუხებს ხოლმე ლენინივით!

იცით, რაზე ვკაიფობ? ყველა უტრაკო ყარაჩოხელი თავისებურად რომ ალაგებს საქართველოში სიტუაციას.

გამოვარდება ერთი – არიქა, მშობლებს აუმხედრდით და გამოუცხადეთ, რომ გრცხვენიათ მათი შვილობაო!

გამოვარდება მეორე – ისევ მე უნდა ვიყო პრეზიდენტი, ამ არჩევნებს არ ვაღიარებ, მთელი ევროპა და ამერიკა ჩემ მხარეზეაო!

გამოვარდება მესამე – ეს ხელისუფლება არ არი ლეგიტიმური, ხელისუფლება მე ვარო!

გამოვარდება მეოთხე – პოლიცია და ჯარი მე უნდა დამემორჩილოსო!

გამოვარდება მეხუთე – ბიძინა ივანიშვილი ორშაბათს რუსეთში წავაო!

გამოვარდება მეექვსე – სასწრაფოდ გადმომაბარეთ ხელისუფლება, ევროპიდან 14 მილიარდი მომაქვსო!

რომელი ერთი გიჟი ჩამოვთვალო?

ბლუ ვანო მერაბიშვილმაც კი ვეღარ მოითმინა და… ისაო, მშვიდობიანად გადმომაბარეთ ძალაუფლება, ბევრს ნუღარ იწვალებთო!

აჰა, ახლა კიდე ესა – ბიძინა ივანიშვილმა საქართველო უნდა დატოვოს, აქ ვეღარ დარჩება, ბომბიაო.

ჰო, ვისთვის დენთის კასრია, ვისთვის ბომბი, ვისთვის კიდე საჭირო მეცენატი.

რა თქმა უნდა, ამნაირი ხარბი დუპლეტებისთვის დენთის კასრიც არი და ბირთვული იარაღიც!

ნიკუტ, იცი, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა და უფრო მეტმა (ზოგი ვერ მოვიდა არჩევნებზე) რა გითხრა?

შენი ყველაყისამ!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ