„უმადურებო და ბოზებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს:
„მთა თავისუფლებისთვის”-საგონებელში ჩავვარდი, გუშინ ამ პლაკატით მოძრავი კოლონა რომ ვნახე თბილისის ქუჩებში…
საქართველოს 34 000 საჯარო მოხელე რომ დაჰყვეს და აქედან მხოლოდ ოპოზიციურ ნაწილს აქვს ღიად გამოხატული თავისი აზრი, ეს უკვე დიდი ხანია, არ მიკვირს. გეოგრაფიულადაც? – ამან დამაფიქრა.
დავიწყე სხვადასხვა სააგენტოების ფოტოების ნახვა და როგორც იქნა, ჩემი მეზობლის ფოტო არ ვნახე?
მივხვდი-ნუცუბიძის პლატოს დამოუკიდებლობას ითხოვდა და მეწყინა, მე რატომ არ მითხრა, მონაწილეობა მიმეღო ამ მამულიშვილურ საქმეში.
არ შემაწუხა ალბათ. იცის რომ ბოლო წლები დაკავებული ვიყავი ჩვენი დაუსრულებელი კოოპერატიული კორპუსის პრობლემების მერიამდე მიტანით. მერე თვალყურს ვადევნებდი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ორ ეტაპს. ახლა, ჩვენი ბინების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადმოცემას ვადევნებ თვალს და ორივე მხარე ვცდილობთ, მალე დასრულდეს ეს პროცესი.
ჩავედი და არ დამხვდა-დღეს „დამკვირვებლების მარშში” იღებს მონაწილეობას.
მადლობა მინდოდა მეთქვა, კახი კალაძემდე სხვა მერებს რომ არ „აწუხებდა” თავისი კორპუსის თემით.
რომ ითმენდა, რადგან იცოდა, ზედმეტი ხმა რომ ამოეღო-დაიჭერდნენ, მამასაც დაუჭერდნენ, დედასაც დაა**ნავდნენ ზემოდან და მადლობასაც გადაახდევინებდნენ.
იცოდა, ალბათ, კალაძე მერი რომ გახდებოდა, სიტყვის პატრონი კაცი რომ არის და 2017 წელს წინასაარჩევნოდ მოცემულ პირობას შეასრულებდა.
მერე ისიც გამახსენდა, წინა დღეს „სტუდენტების მარშში” თუ იყო, დიპლომი როგორ ეჭირა ხელში-მეთქი და ალბათ, ავანსად მისცეს.
უმადურებო და ბოზებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.