leaderboard_below_slide
left_sabechdi

იოსებ ჭუმბურიძე: პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას, მაგრამ აღარავის მისცემს მოლაპარაკების გახსნის საკითხით მუდმივი დაშანტაჟებისა და ქვეყნის რყევის საშუალებას

პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ვუყურებ და ვუსმენ საზმაუზე, ანუ პირველ არხზე მაკა ცინცაძის გადაცემას.

სტუმრად ოპოზიციის წარმომადგენლები ჰყავს.

ერთ-ერთი ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილია.

ქალბატონი მარინა ამბობს, რომ პრემიერმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა – მეექვსე წუთსა და ოცდამესამე წამზე თქვა, ჩვენი მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხს აღარ დააყენებსო. წავედი და ლექსიკონში მოვძებნე „არდაყენების” სინონიმებიო.

ქალბატონო მარინა, ვიდრე ლექსიკონის მოსაძებნად წახვიდოდით, ჯერ ბოლომდე უნდა მოგესმინათ პრემიერისთვის, რომელმაც, იმავე გამოსვლაში, გარკვევით თქვა, რომ მთავრობა გააგრძელებს ცხრა პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე მუშაობას და 2028 წლისთვის მათი 90 პროცენტი იქნება შესრულებული.

ასე რომ, არც „შეჩერება” ყოფილა „არდაყენების” სინონიმი და არც „შეწყვეტა”.

***
ბარემ ბოლომდე განვმარტოთ:

პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას, მაგრამ აღარავის მისცემს მოლაპარაკების გახსნის საკითხით მუდმივი დაშანტაჟებისა და ქვეყნის რყევის საშუალებას.

მანამდე მოლაპარაკების დაწყების მოთხოვნას აზრიც არა აქვს, რადგან თვითონ ევროკავშირი აცხადებს, რომ 2030 წლამდე მისი გაფართოება არ იგეგმება. მთავარია, 2028 წლამდე ცხრა პუნქტის მოთხოვნები შესრულდეს.

***
კარგი იქნებოდა, ეს მისთვის მაკა ცინცაძეს განემარტა, თუმცა, მესმის, რომ ამ საკითხის მიმართ მისი ყურადღება მეორე სტუმართან რთულმა და უნაკლო დიალოგმა მოადუნა” – წერს იოსებ ჭუმბურიძე.

ასევე იხილეთ