საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსის” მთავარი რედაქტორის, ნინო ჯღარკავას სოციალური ქსელის გვერდები კიბერ-თავდასხმის მსხვერპლი გახდა!
საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსის” მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას „ფეისბუქის” გვერდები გაუქმებულია; მათზე არაერთგზის მოხდა კიბერ-თავდასხმა გარკვეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფების მიერ. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა პოლიტიკური ნიშნით, რაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება გაკეთდა შსს-ს შესაბამის დანაყოფებში, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ნინო ჯღარკავა არის საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსის” თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მის ფეისბუქის პროფილთან მიბმული იყო საინფორმაციო სააგენტოს გვერდი ფეისბუქზე, რომელიც ასევე გაუქმებულია კიბერ-თავდასხმის შედეგად.
საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსი” გმობს ამ და მსგავს თავდასხმებს თავისუფალ მედიაზე და იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდება თავდასხმაში მონაწილე სუბიექტები და მოხდება მათი მიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის პასუხისგებაში.
P.S.
მედია-ჰოლდინგი „რეპორტიორი” სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას. იმედს გამოვთქვამთ, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ და გამოიძიებენ მომხდარს!