leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯეფრი საქსი: მიმაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი დასასრული კი იქნებოდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საჯაროდ განცხადების გაკეთება, რომ უკრაინა NATO-ს რიგებში არასოდეს იქნება

„მიმაჩნია, რომ ეს ომი შესაძლოა დასრულდეს, ეს ომი უნდა დასრულდეს ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი დასასრული კი იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საჯაროდ განცხადების გაკეთება, რომ უკრაინა ნატოს რიგებში არასოდეს იქნება. ამის საფუძველზე კი რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს. ეს არის ფუნდამენტური შეთანხმება”, – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ჯეფრი საქსმა.

მანამდე ლაშა კასრაძემ ჯეფრი საქსს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია მას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.

„როგორ წარმოგიდენიათ უკრაინის ომის დასასრული და რა ეფექტი ექნება ამ ომის შედეგებს, ვიხილავთ თუ არა კიდევ ერთ გაყინულ კონფლიქტს, რა გავლენა ექნება ამას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე?“, – ჰკითხა ლაშა კასრაძემ ჯეფრი საქსს.

პროფესორმა ჯეფრი საქსმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესაძლო ვარიანტებზე.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აღიაროს, რომ ნატოს გაფართოება ცუდი იდეა იყო, რომლითაც რუსული მხარის სრულიად გასაგები წითელი ხაზები გადაიკვეთა. რუსებს არ სურთ იხილოს საკუთარ საზღვარზე ამერიკული შეიარაღება რაციონალური მიზეზებით. მაგალითად, მე არ მსურს რუსეთის ჩვენს საზღვრებთან ყოფნა. ზოგადად მიმაჩნია, რომ დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს უნდა მოერიდონ. ეს – თუ როგორ მორჩება ომი.

ჩემი აზრით, თუ ვიხილავთ ომის დასასრულს, მოლაპარაკებებს და არა გაყინულ კონფლიქტს. მოლაპარაკებების წარმოების შემთხვევაში ეს დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა დასრულდა. ეს კი თავის მხრივ, რუსეთის მიერ ომის წარმოების დასასრულს ნიშნავს. ამავე დროს საჭირო იქნება უკრაინისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ეგიდით.

უკრაინას მოუწევს მიწის დათმობა, ვინაიდან რუსეთი ყირიმს არ შეელევა. კრემლი არც დონბასში, ზაპოროჟიესა და ხერსონში დაპყრობილი მიწის დათმობას აპირებს. საბოლოო შეთანხმება ტერიტორიებთან დაკავშირებით უკრაინის ნეიტრალიტეტთან ერთად უნდა იყოს შემდეგი – ერთიანი პაკეტის ნაწილი უნდა მოიცავდეს ამ მოლაპარაკებებში, ნატოს გაფართოების პოლიტიკის დასასრულს, უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, მიწის დათმობას კიევის მიერ და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებას. სწორედ ამის ხილვა მსურს და ეს შესაძლებელია, ეს ომი სწორედ ასე უნდა დასრულდეს.

ეს ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო. თეთრ სახლში ჩემთვის რომ მოესმინათ, ეს ომი არ დაიწყებოდა. მე მათ ზუსტად ვუთხარი, თუ როგორ აეცილებინათ თავიდან ეს ომი, მისი დაწყებისთანავე თუ როგორ შეეჩერებინათ იგი. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ 2022 წლის მარტშიც კი, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, უკრაინას არავინ სთხოვდა დონბასის დათმობას, 2022 წლის მარტში კრემლი მხოლოდ და მხოლოდ მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული დებულებების შესრულებას მოითხოვდა, დონბასს სთავაზობდა ავტონომიას და არა რუსეთს ტერიტორიას. მე მათ ვურჩევდი ამ პირობებზე დათანხმებას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ეს შეთანხმება ჩაშალა. ახლა უკრაინა უარეს დღეშია.

2022 წლის გაზაფხულზე დავწერე სტატია, სადაც ვამტკიცებდი, რომ კიევი ამ პირობებს უნდა დათანხმებულიყო, ვინაიდან ვითარება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდებოდა. ორი წლის წინ დაწერილ ყველა ამ ჩემს სიტყვას დღესაც ვადასტურებ, მე წინასწარმეტყველი ხომ არ ვარ, უბრალოდ ნათელი იყო, თუ რა გველოდა წინ. რა – უკრაინა რუსეთს დაამარცხებდა? ვინ ხუმრობს ასე, შანსი არ იყო. ასე რომ ამ პირობებზე თანხმობა გახლდათ სწორი ნაბიჯი.

ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატები კი აცხადებდა, რომ უკრაინას დავეხმარებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, ეს კი ნიშნავს ბოლო უკრაინელამდე ბრძოლას. ეს ტრაგიკულია. ბაიდენი არაკომპეტენტური პრეზიდენტია, მე ამას ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ, საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი იყო, თუ რა მოხდებოდა, ისინი კი ვერაფრით დაადგნენ დიპლომატიის გზას“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

ასევე იხილეთ