leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა ფირცხალავა: დამშვიდდით და ყურადღებით დააკვირდით ამ მრავალსაჯდომიანი ადამიანების ლუსტრირების პროცესს, რაც მათი სრული გაფარჩაკებით დასრულდება

მიმდინარე საპროტესტო აქციებს ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალური ქსელით ეხმიანება და ხალხს ურჩევს, მშვიდად მოემზადონ ახალი წლის შესახევედრად.

„ხალხო, არაფერზე ინერვიულოთ და გულდამშვიდებული მოემზადეთ ახალი 2025 წლის შესახვედრად, რადგან „არა რუსულ კანონს“ აქციები ამაზე მასშტაბური და ძალისმიერი იყო, მაშინაც პოლიციელებს და მანქანებს წვავდნენ და მთელი თბილისი გადაწვეს, თან, არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც გამოჰყავდათ და „არა რუსულ კანონს“ აძახებინებდნენ, ნუთუ დაგავიწყდათ?

მაშინაც, ზუსტად იგივე „დიდი“ რეჟისორები და ვაიმსახიობები, უცნობი „მწერლები“ და „დიდი მოღვაწეები“ გაცილებით ორგანიზებული გამოდიოდნენ და გაცილებით გავეშებული გაჰკიოდნენ – „არა რუსულ კანონს“ და რა მოიგეს, ან რას მიაღწიეს ამით?

ვერც ვერაფერს და ახლაც ასე იქნება.

დამშვიდდით და ყურადღებით დააკვირდით ამ მრავალსაჯდომიანი ადამიანების ლუსტრირების პროცესს, რაც მათი სრული გაფარჩაკებით დასრულდება.

*****************

P.S. ამ ახალი წლის დღეებში ვინატრებდი, რომ ზევით ნაგულისხმევ ადამიანებს გონება გახსნოდეთ, უფრო მეტად შეყვარებოდეთ საქართველო და ქართველი ხალხი და პატივი ეცათ უმრავლესობის არჩევანისთვის!!!“ – წერს თეა ფირცხალავა.

 

ასევე იხილეთ