leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი უკრაინაში ომის დასრულებაზე: გვაქვს მცირე პროგრესი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასასრულებლად „გულმოდგინედ“ მუშაობას აგრძელებს და „მცირე პროგრესი“ აქვს.

ტრამპის თქმით, მისი გუნდი ცდილობს, შეაჩეროს ეს „საშინელი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი ეწირება“.

„რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ადამიანები იმ რაოდენობით იღუპებიან, რაც აქამდე არ გვინახავს“, – ციტირებს ტრამპის სიტყვებს UNIAN.

ტრამპის თქმითვე, ის ყოველკვირეულად იღებს ანგარიშებს ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ და შეუძლია თქვას, რომ „ორივე მხრიდან, მსხვერპლი იმაზე

ყოველ კვირას იღებს ანგარიშებს საბრძოლო მოქმედებების შესახებ და შეუძლია თქვას, რომ სიტუაცია, „ორივე მხარეს, იმაზე უარესია, ვიდრე მედიაში ვრცელდება“.

ასევე იხილეთ