leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საპატრულო პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზეა დაკავებული.

ამასთან, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ