leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი: უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.

„ადამიანები ისეთი რაოდენობით იღუპებიან, რაც არავის არასდროს უნახავს. ის, რაც იქ ხდება, იმაზე უარესია, ვიდრე ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება. საუბარია ორივე მხარის დანაკარგებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები და აღნიშნა, რომ „არის ქალაქები, სადაც შენობაც კი არ დგას, ნანგრევების ადგილია“.

მისი თქმით, ის დაელაპარაკება ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე.

ასევე იხილეთ