leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა გამოეტანა ევროპის საბჭოს, მაგრამ მათთვის, სამწუხაროდ, გადაწყდა, რომ არ ღირდა ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მედიასთან აფასებს.

დეპუტატის თქმით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – დაიწყონ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ მსჯელობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ეკა სეფაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ევროპული საბჭოს მხრიდან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ევროპელმა დიპლომატებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ დაეკარგათ ქართველი ხალხის ნდობა.

„ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ გადაწყვიტეს არის, რომ დაიწყონ განხილვა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისათვის სავიზო შეზღუდვების შესახებ, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. როგორც რადიკალური ოპოზიცია იმედოვნებდა, ამ საბჭოს გაცილებით უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა გამოეტანა, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, საბჭომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ ღირდა ქართველი ხალხის ნდობის დაკარგვა,“– აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე იხილეთ